გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„ინიციატივა ეხება სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;
დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
დაბადების მოწმობის ასლი;
ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
საბანკო ანგარიშის ნომერი.
დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);
დოკუმენტაციის წარმოდგენა 2 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2024 წლის პროგრამის ქვეპროგრამის ,,სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების” ფარგლებში გეგმავს“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.