ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში, სოფლის დღესასწაული აღინიშნა

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ,,ტაბაწყურობა” ადგილობრივების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

მათივე ცნობით, ადგილობრივებს სიტყვით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა მიმართა.

,,ჩემო ძვირფასო ტაბაწყურელებო, გილოცავთ სოფლის დღესასწაულს! სოფელი ტაბაწყური თავისი უნიკალური მდებარეობით, მართლაც, რომ საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტია. ჩვენმა გუნდმა ტაბაწყურის თემში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩემი სურვილია, რომ სოფლის დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციად იქცეს და მომავალში უფრო მასშტაბურად აღინიშნოს,”- განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

,,ტაბაწყურობა”-ს სოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და მისი მოადგილე მამუკა ხითარიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები