“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები გურიაში გაგრძელდება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, ქალაქ ოზურგეთში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე.