ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები