ლაგოდეხში, „ფერების ფესტივალი 2024“ გაიმართა
ლაგოდეხში, „ფერების ფესტივალი 2024“ გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მრავალფეროვანი ღონისძიება, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ჩატარდა და ფერადი, მხიარული აქტივობებით გამოირჩეოდა.
“ფესტივალზე, როგორც ადგილობრივი, ასევე, სტუმრად ჩამოსული ასობით ახალგაზრდა დაესწრო.
საღამო ჯგუფი რეგიონისა და DJ გიგა პაპასკირის გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
„ფერების ფესტივალი 2024“ – ლაგოდეხის მერის ინიციატივით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
თვალისმომჭრელი და შთამბეჭდავი სანახაობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს”,- წერია ინფორმაციაში.