სამტრედიაში რიგით 27-ე ახალი სპორტული სივრცე გაკეთდა
სამტრედიაში რიგით 27-ე ახალი სპორტული სივრცე გაკეთდა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“ნაჩხეტაურში სპორტული მოედანი მოეწყო. საფეხბურთო მოედნის გახსნის დღეს საფუძველი ჩაეყარა უბნებს შორის ტურნირს. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი, სხვადასხვა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა”,- წერია ინფორმაციაში.