თუშეთში მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – დაშავდა სამი ადამიანი

თუშეთში მანქანა სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ დართლოში „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები. სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება.

დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში გადაჰყავს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები