ბოლნისის მერია: სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის მე-4 ეტაპის დასრულებული პროექტი მოინახულა.
პროექტის ფარგლებში 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობა სოფელ მუშევანში 2019 წლიდან დაიწყო და ჯამში 3 კილომეტრამდე გზა მოეწყო”, – წერია ინფორმაციაში.