ზუგდიდში Max Fight-ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა
ზუგდიდში Max Fight- ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე გამართულ შეჯიბრში 5 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება სამგზის მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
კიკბოქსინგსა და MMA-ში გამართულ ბრძოლებს ვიცე-პრემიერი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მერისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.