ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად არსენ იყალთოელის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება 2 800 კვადრატული მეტრის გზა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ღობეები და გარე განათების ქსელი.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 760 650 ლარს შეადგენს