გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

წალკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 5 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები მიმდინარეობს. სამუშაოები, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სოფლების ხანდო, რეხა, ავრანლო, გუმბათისა და არწივანის წყალმომარაგების პროექტების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე ილია ბეგიაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, მუნიციპალიტეტის მერ ილია საბაძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების დასრულების შემდგომ ჯამში 18 კილომეტრი წყლის სისტემა მოეწყობა და სულ მალე 3 300 ბენეფიციარი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები