ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ირაკლი ლაზარაშვილი უძღვებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და მუნიციპალიტეტში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, საგანმანათლებლო და კულტურული ობიექტების მშენებლობაზე, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგებაზე, სპორტული მოედნებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობაზე და სხვა. მერმა ასევე, მოსახლეობისათვის ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოპერირება უკვე დაიწყო. საბჭოს წევრები გაეცნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის დაწესებულ შეღავათებსა და ტრანსპორტის მოძრაობის განრიგებს.

,,შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა თავისი წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ამასთანავე, დადებითად შეფასდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 23 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები