ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები, გარე განათების სისტემა და შიდა საუბნო გზები.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

,,აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიეტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები