გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ფერადი ბეტონის ფილები, ბორდიურები და საჭიროების გათვალისწინებით მიწისქვეშა კომუნიკაციები.

,,სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე, ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს.
ტროტუარების რეაბილიტაციამდე აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ენერგოეფექტური პროექტი განხორციელდა, რომელიც ახალი გარე განათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა.
ორივე პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები