ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები გაიმართა, მათ შორის ყველაზე ფერადი დღესასწაული, ფერების ფესტივალი, რომელსაც მესამე წელია მასპინძლობს მუნიციპალიტეტი. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მისული ახალგაზრდებისთვის მუსიკასთან ერთად განწყობის შესაქმნელად, ულიმიტო გიფების გადაღება იყო შესაძლებელი, დარიგდა ფერადი აქსესუარები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა. ვასილ გველესიანმა საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველ წელს უერთდება საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.