ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ავტომობილი დაზიანდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ტროტუარზე ავარდა და სამშენებლო ღობეს შეეჯახა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.