გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.
განცხადებაშია ნათქვამია, რომ შეზღუდვა დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში; 12:00 საათიდან 12:15 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, სელექცია, მუხრანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, ოქროყანა, კობი, ალმასიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.