ავარია გომისმთაზე – ავტომობილი ხრამში გადავარდა

კურორტ გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.  გამოცემა “გურია ნიუსის” ინფორმაციით,  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები