ბათუმში სასტუმრო “ლ. ბაკურში” ხანძარი იყო.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ცეცხლი სასტუმროს სხვენში გაჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.