თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ აღინიშნა

დიდგორის ბრძოლიდან 903-ე წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ აღინიშნა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

დღესასწაული საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო მოსამსახურეები დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.
სახალხო დღესასწაულზე გასართობი და საგამოფენო სივრცეები მოეწყო. სხვადასხვა მუნიციპალიტეტს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიისათვის დამახასიათებელი გასტრონომიული კუთხე და რეწვის ნიმუშები წარმოადგინა. ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ორბელი“ კი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული სიმღერით წარდგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები