ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა

ზუგდიდში ხანძარს ორი  ბავშვი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ.

ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. არსებობდა ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა შეძლეს ხანძრის სრული ჩაქრობა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები