მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

შეგახსენებთ, რომ მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები