“სიმართლე აჭარაზე”: “ბათუმელების” სტატია აჭარაში უცხოური გრანტით დაფინანსებული პროექტების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით – სიცრუეა

“ბათუმელების” სტატია აჭარაში უცხოური გრანტით დაფინანსებული პროექტების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით – სიცრუეა! – ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური ორგანიზაცია “სიმართლე აჭარაზე” ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია სხვადასხვა პროექტებზე, რომელთა განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს.

“ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები:

ხულოში, შუახევსა და ქედაში მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობა – პროექტის დასრულების შემდეგ, აჭარის მასშტაბით 40 სოფელი და დაბები 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი უწყვეტად ხორციელდება.

დასრულდა ნაგავსაყრელის მშენებლობა და მიმდინარეობს ძველი, არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაციისთვის საჭირო პროცედურები. აჭარის ნარჩენების მართვის პროექტი უწყვეტად ხორციელდება. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს.

ბათუმში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია – ბაღების ენერგოეფექტურ ღონისძიებებთან ერთად დაგეგმილია სტრუქტურული, კომფორტული და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

ბათუმში განხორციელდება სათბური აირების კერების გაფრქვევის შესწავლა – საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდება კვლევები ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების გაფრქვევების კერების გამოსავლენად

ადლიასა და ხელვაჩაურში მიმდინარეობს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობა – პროექტის დასრულების შემდგომ ქალაქის შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით, 90%-ზე გამართული იქნება წყლის სისტემები

ბათუმში მიმდინარეობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები