ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 1 128 ბენეფიციარს 293 599 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 1 128 ბენეფიციარს 293 599 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

“მათ შორის:

190 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 148 488 ლარი გამოიყო;

110 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 20 799 ლარით დაფინანსდა;

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 36 პაციენტი 31 032 ლარით დაფინანსდა;

109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 200 ლარით დაფინანსდა;

313 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 580 ლარით დაფინანსდა;

100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;

საკურორტო მომსახურების ფარგლებში, 12 ბენეფიციარი 800-800 ლარი დაფინანსდა;

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები