გორის მერმა სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა შერჩეული. სკვერის მოწყობაზე სამოქალაქო ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და სპორტული სივრცეები, ბილიკები, ბორდიულები, დეკორატიული სკამები. სკვერების მოწყობა ამ ეტაპზე სხვა სოფლებშიც დაწყებულია და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს რამდენიმე ახალი სარეკრეაციო სივრცე შეემატება.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები