მერია: გორელ ახალგაზრდებს “TECHSKILLS BOOTCAMP 2024” საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა
გორელ ახალგაზრდებს “TECHSKILLS BOOTCAMP 2024” საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა.
15 – დან 19 წლამდე მოზარდები ბაკურიანში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
პროექტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, ესწრებოდნენ სასწავლო კურსებს Web/Mobile Development მიმართულებით და მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში.
გარდა ამისა, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი იდეები. ორ საუკეთესო იდეის ავტორს გადაეცა პრიზები.
პროექტი კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდება.
“TECHSKILLS BOOTCAMP 2024” რიგით მესამე საზაფხულო ბანაკია, რომელიც მიმდინარე წელს გორელი ახალგაზრდებისთვის გორის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.