ქართული თიხის ძერწვისა და მეთუნეობის მასტერკლასები შროშის კერამიკულ სახელოსნოში

ზესტაფონის მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შროშის კერამიკულ სახელოსნოში შემეცნებითი ტური მოუწყო. ახალგაზრდებმა მასტერკლასები მეთუნეობის ტრადიციის გამგრძელებელთან გელა კოპაძესთან გაიარეს. ოსტატი, რომელსაც თავის ხელწერა აქვს და უძველეს ტრადიციას ახალგაზრდებსაც უზიარებს.

შემეცნებით ტურზე ახალგაზრდებთან ერთად ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

“შროშაში არსებობენ ოჯახები, რომლებიც ქართული კერამიკული ხელოვნების განვითარებას ცდილობენ და ამ საიდუმლოს ახალგაზრდებსაც აზიარებენ. მქონდა პატივი ახალგაზრდებთან ერთად ვყოფილიყავი შემეცნებით ტურზე ზესტაფონის ერთ – ერთ ულამაზეს სოფელში, სადაც შექმნილმა ნაკეთობებმა ამ მხარეს შორს გაუთქვა სახელი და იმერული თიხა სავიზიტო ბარათად აქცია” , – ვასილ გველესიანი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები