4 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი გაიმართება

4 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი გაიმართება.

დუეტი 2017 წლიდან ქართული მუსიკის მოყვარულ მსმენელს, მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას სთავაზობს, ამჯერად განახლებული პროგრამით ზუგდიდს ესტუმრებიან და მსმენელს სხვადასხვა თაობის კომპოზიტორების ქართულ მუსიკას, ბენდთან ერთად შეასრულებენ.

კონცერტი ხორციელდება  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ ფარგლებში, მხარდამჭერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები