სოფელ მამხუტში ბეტონის შიდა საავტომობილო გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, გიორგი მირიანაშვილთან და რასულ ბახტიაროვთან ერთად, სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებული პროექტი მოინახულა.

მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, 490 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 194 000 ლარს შეადგენს.

დავით შერაზადიშვილი, ასევე, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა, პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და მომავალში დახმარებას დაჰპირდა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები