დაბა ახალდაბაში ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ინიციატივით და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში 10 ქალაქის – ბორჯომის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის, ლენტეხის, ქუთაისის, ტყიბულის, თეთრიწყაროს და მარნეულის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში ( 50კგ, 55კგ, 60კგ, 66კგ, 70კგ, 73კგ, 81კგ და აბსოლიტური) თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს – 300ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 200 ლარი გადაეცა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები