“დათვი შევამჩნიეთ მოშორებით და იმ დათვთან აღარ გავიარეთ და დავიწიეთ დაახლოებით 200 მეტრი” – რას ჰყვებიან ახალგაზრდები, რომლებსაც მესტიაში ეძებდნენ

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, მარშრუტის შეცვლა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოუხდათ.

“22-ში გვქონდა შეკრება და ჩვენი მიზანი იყო, რომ ორ დღეში გადმოვსულიყავით ქედზე, მაგრამ გაუთვალისწინებელი ამბების გამო მოგვიწია და დაგვემატა 5 დღე. დათვი შევამჩნიეთ მოშორებით და იმ დათვთან აღარ გავიარეთ და დავიწიეთ დაახლოებით 200 მეტრი. ტელეფონი სანამ მქონდა, უშუალოდ ჯგუფის წევრებთან შევძელით დაკავშირება. ერთმანეთი გავაძლიერეთ მე და გიორგიმ. მაღაზიაში გვკითხეს, რა გვარები ხართო და გვითხრეს მთელი საქართველო გეძებთო. ჩვენთვისაც უხერხული იყო”, – განაცხადა გიორგი ფარჯიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები