წვიმა, ელჭექი და სეტყვა, სანაპირო რაიონებში 3-4 ბალიანი შტორმი – 26-28 ივლისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო).

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები