თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სამი ახალი ნაგავმზიდი, ერთი თვითმცლელი და მრავალფუნქციური ტრაქტორი მოემსახურება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სამი ახალი ნაგავმზიდი, ერთი თვითმცლელი და მრავალფუნქციური ტრაქტორი მოემსახურება.

მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან გოჩა თედორაძესთან ერთად, შპს თეთრიწყაროს სერვისჯგუფის ხელმძღვანელს, ზურაბ გულდამაშვილს და თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს დაესწრო. საქართველოს მთავრობის დახმარებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტს სამი ერთეული ,,ივეკოს” მარკის ნაგავმზიდი გადმოეცა, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, სხვადასხვა წარმადობისაა და განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ასევე შპს თეთრიწყაროს სერვისჯგუფის მიერ შეძენილი მრავალფუნქციური JCB – ის მარკის ტრაქტორი და SHAGMAN – ის მარკის თვითმცლელი (სატვირთო ავტომობილი) ყველა სეზონსა და რთულ კლიმატურ პირობეშიც შეძლებს ოპერირებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები