მდინარე ენგურში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვს გუშინდელი საღამოდან ეძებდნენ. ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მეგობრებს უთხრა, რომ მდინარეში შესვლას აპირებდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაბნელებამდე მიმდინარეობდა და დილით განახლდა, მობილიზებული იყვნენ მყვინთავებიც.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები