ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს, შენობის რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას. კერძოდ, განხორციელდება არსებული დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც განკუთვნილია სპორტული და კულტურული წრეებისთვის, ასევე რეაბილიტირდება ბიბლიოთეკის სივრცეები. მოეწყობა გასახდელები, წყალ-კანალიზაციიის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.
სოფლებში, კულტურის სახლების და კლუბების რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა წაღვერისა და ახალდაბის კულტურის სახლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები