კიბერლიგის ტურნირი “ბორჯომის თასი 2024” დაიწყო
ბორჯომში, 17 ივლისს კიბერლიგის ტურნირი “ბორჯომის თასი 2024” ოფიციალურად გაიხსნა.
ტურნირში 32 ახალგაზრდა მონაწილეობს და ერთმანეთს საპრიზო ადგილებისთვის ეჯიბრებიან.
გამარჯვებულები ფულად ჯილდოს მიიღებენ:
I ადგილი – 900 ლარი;
II ადგილი – 600 ლარი;
III ადგილი – 300 ლარი.
ინფორმაციისთვის, კიბერლიგის ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება და მიზანს კიბერსპორტის პოპულარიზაცია წარმოადგენს.