შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიებიმიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამოკამპანიებს აწარმოებს.
პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო 20-მდე კონტენტ–კრეატორი დაფოტოგრაფია დარეგისტრირებული.
კამპანიის ფარგლებში მონაწილეები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობითგამომწერს უზიარებენ.
პარალელურად მიმდინარეობს რადიო რეკლამა ფორტუნა ჰოლდინგის ოთხივერადიოსადგურში. რადიორეკლამისას აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსსაქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად ფორტუნას ნახევარმილიონზე მეტი მსმენელიეცნობა.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში ასევე მიმდინარეობს ქუჩის მხატვრობისფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს ულამაზესი ქუჩის მხატვრობა შეემატება.
აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების, ახალი მარშრუტების პოპულარიზაციისმიზნით დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს მედია ტურებს ქართველი ფოტოგრაფების, ინფლუენსერებისა და ჟურნალისტებისთვის.