ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ,,კვახიანი ღელეზე” ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ,,კვახიანი ღელეზე” ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ჯამში 210 მეტრზე რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი მოეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 332 800 ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ღელე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო, რადგან უხვი ნალექის გამო დიდდებოდა და კალაპოტიდან გადმოდიოდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.