სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გაიხსნა
სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გაიხსნა.
ბანაკში პირევლ ნაკადზე 70 ბავშვი გაემგზავრა.
მოზარდები ბიისში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ გააცილეს.
წელს ბანაკი ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14 – დან 18 წლის ჩათვლით 420 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი (თითოეულ ნაკადზე 70 ბავშვი) გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.
პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.