ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს
ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 ახალგაზრდა დააფინანსა. კომისიის სხდომა ტექნოპარკში გაიმართა.
ლუკა ჭეჟია და სანდრო ბულია 2-12 აგვისტოს მიემგზავრებიან ბრიტანეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ბანაკში Red Rose Camp 2024 -ში.
ლუკა ჭეჟია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის (საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა -ISET ), ხოლო სანდრო ბულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთოებების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები არიან.
ლუკა ჭეჟია სამეგრელოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი და ლიდერი, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ,,სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის“ კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ,,EducationUSA” Georgia-ს კონგრესისი წევრია.
სანდრო ბულიაც სამეგრელოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი და ლიდერი და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ,,სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის“ კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილეა.
ლუკა და სანდრო წლებია აქტიურად მონაწილეობენ და აორგანიზებენ სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდულ პროექტებს ზუგდიდში.გაცვლითი პროგრამებით ნამყოფები არიან რამდენიმე ქვეყანაში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ საერთაშორისო დონეზე წარედგინათ საქართველო.
ბესო მალიჩავა კახათის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. 25 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით ბესო მონაწილეობას მიიღებს პროგრამა “Deutschland Plus” -ში.
ვერიკო ბერანძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ვერიკო 17 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ ტორუნში ნიკოლაი კოპერნიკუსის სახელობის უნივერსიტეტში გაივლის ინტენსიურ სტაჟირების კურსს