ლაგოდეხში ტრადიციად ქცეული “ნაყინის ფესტივალი” გაიმართა

ლაგოდეხში ტრადიციად ქცეული, გრილი და გემრიელი “ნაყინის ფესტივალი” გაიმართა,- ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“რანის საფეხბურთო მოედანზე, სტუმრებს, ნაყინის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მხიარული, გასართობი, მუსიკალური აქტივობები და სასიამოვნო გარემო დახვდათ.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, სახალისო კონკურსები, ზღაპრის გმირების და ანიმატორების გასართობი პროგრამები, ატრაქციონები, დრამერების და ლაზერ შოუ.

საღამო ჯგუფი „რეზო და ბავშვები“-ს გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

ლაგოდეხში „ნაყინის ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით მეხუთედ გაიმართა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები