ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიგვზიანში, ნინოშვილში, აკეთში, ღრმაღელესა და გულიანში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,- ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიგვზიანში, ნინოშვილში, აკეთში, ღრმაღელესა და გულიანში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად 7 124 326 მილიონი ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად გაეცნო”- წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები