ბაკურიანის თემში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომიდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის თემში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

სოფელ ანდეზიტში სასმელი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თორში შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები, დიდ მიტარბში გარე განათების სისტემა მოეწყობა, ხოლო პატარა მიტარბში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბაკურიანს, აქ დაგეგმილია სპორტული მოედნის და გარე ტრენაჟორების მოეწყობა.

პატარა მიტარბში გარდა სოფლის პროგრამებისა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელდება იგეგმება. ამ ეტაპზე კი ფანჩატური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები