გორში „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა

გორში „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა.

პირველ ნაკადზე სკოლამ 20-მდე ბავშვს უმასპინძლა.

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი 10-დან 12- წლის ჩათვლით მოზარდებს

გასართობ-შემეცნებით პროგრამას სთავაზობს.

„საზაფხულო სკოლაში“ ბავშვები 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით არიან  დაკავებულები.

პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.

„საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების

ხელშეწყობის სააგენტო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები