ოზურგეთის მერი: ზაფხულის განმავლობაში ოზურგეთში ფესტივალები, სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

ურეკში რეაბილიტირებული ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მუსიკალური, გასართობი და სპორტული ღონისძიებები – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ისაუბრა.

ოზურგეთის მერის თქმით, აგვისტოს დასაწყისში მუსიკოსთა პარკში ასევე ჩატარდება ფესტივალი „ჩაის გზა“, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სოფლის ტურიზმისა და ქართული ჩაის კულტურის პოპულარიზაციას.

„ზაფხულის განმავლობაში ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას და გასართობ, კულტურულ ღონისძიებებს, რომელსაც როგორც წესი წინასწარ გაგაცნობთ და დავაანონსებთ. ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილი გვაქვს ფესტივალი, ურეკში რეაბილიტირებული ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ყველას გეპატიჟებით თარიღი წინასწარ დაანონსდება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მუსიკალური, გასართობი და სპორტული ღონისძიებები – დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ზღვის სანაპიროზე მოეწყობა ფრენბურთის მოედანი, განთავსდება მაგიდის ჩოგბურთი, საღამოს 21 საათზე კი გაიმართება გალა კონცერტი. ასევე, აგვისტოს დასაწყისში მუსიკოსთა პარკში ჩავატარებთ ფესტივალს „ჩაის გზა“, რომელიც ხელს უწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის ტურიზმისა და ქართული ჩაის კულტურის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციას, ოზურგეთის ტურისტული ადგილებისა და გურიის ცნობადობის გაზრდას,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები