ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

ოზურგეთი ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ურეკის მიმართულებით უკვე მოძრაობს ახალი ავტობუსები და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სანაპირო ზოლის დასუფთავება.

„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რჩება ადგილები, სადაც გასაკეთებელია და მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, წელსაც, განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ოზურგეთი ზაფხულის ტურისტულ სეზონს შავი ზღვის სანაპიროზე. შემოვიყვანეთ ახალი ავტობუსები და დავნიშნეთ რეისები ურეკის მიმართულებით. ავტობუსები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ამასთანავე, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საკურორტო ზონაში, დაბა ურეკსა და შეკვეთილში სანაპირო ზოლის დასუფთავება,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები