ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა – ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, ტურისტები უცხოელი ცოლ-ქმარი იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერმა ქარის გამო ჩამოვარდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები