შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.