კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი გორში გადაასვენეს
საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი დღეს გორში გადაასვენეს – ადგილზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი.
უწყების ცნობით, მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით.