“ოჯახმა ამოიცნო” – ფოთში მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი ნინიკო გიორგაძეს ეკუთვნის

ფოთში, მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი ამოიცნეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ერთი კვირის წინ დაკარგული ქუთაისელი, 20 წლის ნინიკო გიორგაძეა.

ფოთში, მდინარე რიონთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს. ცხედარი ადგილობრივმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა.

ნინიკო გიორგაძეს 26 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები